პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან ორშ–პარ 10:00–19:00 ქუჩიშვილის N12, თბილისი

ჩვენ შესახებ

კრუიზერი 2022 წელს შეიქმნა, თუმცა ახალგაზრდა კომპანიის უკან დგანან სამოგზაურო მრჩევლები ტურიზმში 15-წლიანი გამოცდილებით.

მხოლოდ კრუიზები

კრუიზერის პროდუქტი მხოლოდ კრუიზებია: გემით მოგზაურობა სხვადასხვა ზღვასა და ოკეანეში, როგორც ბიუჯეტური გემებით, ისე მაღალი კლასის ლაინერებით. კრუიზი შეიძლება იყოს 3-ღამიანიც და, წარმოიდგინეთ, 274-დღიანიც.

კრუიზი მარტივი პროდუქტი არ არის: დაგეგმვისას ბევრი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო. ამისთვის შევქმენით კრუიზერი. ჩვენი მიზანია, კრუიზის დაგეგმვა მაქსიმალურად გაგიმარტივოთ და საჭირო ინფორმაცია წინასწარ მოგაწოდოთ.

პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან კომპანიასთან

Cruiser.ge-ს პირდაპირი კონტრაქტები აქვს ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან: MSC Cruises, Costa Cruises, Royal Caribbean International, Norwegian Cruise Line და Celebrity Cruises. ამიტომ ფასს ლარში კომპანიის ტარიფით გეუბნებით, ზედმეტი შუამავლის გარეშე, და ჯავშანს ბოლომდე ჩვენ ვუძღვებით.

რას გთავაზობთ

  • გემის, მარშრუტისა და კაიუტის შერჩევას თქვენს თარიღზე და ბიუჯეტზე
  • ფრენას თბილისიდან გამგზავრების პორტამდე და უკან
  • სასტუმროს კრუიზამდე ან მის შემდეგ, ტრანსფერს და დაზღვევას
  • დახმარებას ვიზის დოკუმენტებში
  • ინდივიდუალურ და ჯგუფურ კრუიზებს

ყველაზე პოპულარული 7-ღამიანი კრუიზებია. ქართველებისთვის ყველაზე მოსახერხებელი პორტები სტამბოლი და იზმირია, თუმცა ხმელთაშუა ზღვის სხვა პორტებიც მარტივად მისადგომია. ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მიმართულებად კარიბის ზღვა ითვლება.

კრუიზი დიდი ხნის განმავლობაში ძვირ მოგზაურობად ითვლებოდა, თუმცა არსებობს ბევრი ვარიანტი, რომ კრუიზი სხვადასხვა ბიუჯეტს მოერგოს. ჩვენი გუნდი ზუსტად მოგიყვებათ, რას უნდა ელოდოთ კრუიზისგან და არასდროს შეგიქმნით ცრუ მოლოდინს.

კონტაქტი

დატოვე ნომერი და დაგირეკავთ

შეგირჩევთ კრუიზს, კაიუტას და ფრენას, დაგეხმარებით ვიზაში. კონსულტაცია უფასოა.