პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან ორშ–პარ 10:00–19:00 ქუჩიშვილის N12, თბილისი

რჩევები და იდეები

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვის

· 2 წუთი საკითხავი

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვის

თუ თავად ბავშვების გარეშე მოგზაურობთ და ბავშვებზე ორიენტირებულ კრუიზებს არ ანიჭებთ უპირატესობას, საკრუიზო ლაინერები ზრდასრულებისთვის განკუთვნილ კრუიზებსაც გვთავაზობენ.

ვირჯინ ვოიაჟები/Virgin Voyages

ამ საკრუიზო ლაინერზე ყველა სტუმარი ასაკით 18 წლის ზემოთ უნდა იყოს. ის განსხვავდება ტიპური საკრუიზო ლაინერისგან და იდეალურია მათთვის, ვინც ტრადიციულ საკრუიზო გამოცდილებას არ ეძებს. აქ დაგხვდებათ აუზის წვეულებები, კარაოკე, კაბარეები და სხვა ბევრი გასართობი აქტივობა.

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვისსაგა კრუიზები/Saga Cruises

ბრიტანული საგა კრუიზები კი სპეციალურად 40 წლის ზემოთ ადამიანებზეა გათვლილი და ისინი 1000-მდე სტუმარს იტევენ. საგას კრუიზები დადიან ევროპის, ამერიკის, აფრიკის მასშტაბით. ევროპის მიმართულებით ყველაზე პოპულარულია კანარის კუნძულები. ისინი მოიცავენ ულიმიტო ალკოჰოლს, ექსკურსიებს, სპას, აუზებს, ლექციებს, ლაივ მუსიკას და აშ.

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვისP&O Cruises

ამ საკრუიზო კომპანიას სულ 7 გემი აქვს, აქედან ორი: ავრორა და არკადია მხოლოდ ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი. გასართობები მოიცავს თეატრს, კინოს, ხელოვნების გალერეას, ბანქოს ოთახსწ, ბიბლიოთეკას, ბარ-რესტორნებს და აუზებს. ლაუნჯში სტუმრებს საშუალება აქვთ დაესწრონ კაბარეს შესრულებას, დისკოთეკას და ქვიზ შოუებს. ავრორა დაცურავს ხმელთაშუაზღვაში, ისლანდიაში, მაროკოსა და ჩრდილოეთის ზღვაში.

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვისპონანი/Ponant

ფრანგული პონანი პლანეტის მოწყვეტილ მიმართულებებზე დადის და მაღალი კლასის მომსახურეობას გვთავაზობს. არქტიკისა და ანტრაქტიკის გარდა, ის გვთავაზობს ტროპიკულ მიმართულებებსაც, როგორებიცაა სამხრეთ ამერიკა, აფრიკა და ინდოეთის ოკეანე.

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვისExplora Journeys

ეს ზრდასრულებზე ორიენტირებული საკრუიზო ლაინერი მდიდრული კურორტის გამოცდილებას გვძენს. მიუხედავად იმისა, რომ მას პატარა ბავშვების ოთახიც აქვს, ძირითადად სწორედ ზრდასრულებისთვისაა შექმნილი. ელეგანტურ კრუიზებს გამაჯანსაღებელი ცენტრიც აქვს.  შემოთავაზებულია ისეთ თავშესაქცევები, როგორებიცაა წიგნის კლუბი, მედიტაციები, ყავის დაგემოვნება, ბუტიკები, ჯაზის ლაივ შესრულება და აშ.

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვისSilversea Cruises

ტრადიციული მდიდრული საკრუიზო გამოცდილებისთვის ეს ლაინერი უნდა განიხილოთ. ლაინერს 8 საკრუიზო გემი ყავს. სილვერსი გვთავაზობს საკვებზე ორიენტირებულ ექსკურსიებს, მაგალითად ორგანული ფერმების, ვენახების მონახულებას და იტალიაშ პასტის დამზადების ვორქშოფს.

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვისWindstar Cruises

ეს საკრუიზო ლაინერი კატეგორიულად მხოლოდ ზრდასრულებისთვის არაა განკუთვნილი, მაგრამ კომპანიის იახტები უფრო მეტად ზრდასრულებზეა მორგებული, მათ შორის ოლო მოგზაურებზე. შეგიძლიათ დატკბეთ არაჩვეულებრივი კვებით, სერვისით და შესაბამისი ატმოსფეროთი.

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვისკრისტალი

კრისტალი ზრდასრულების გართობაზე ორიენტირებული მორიგი საკრუიზო ლაინერია, სადაც დაესწრებით კომედიურ სთენდ-აფებს, ლექციებს, ითამაშებთ პიკბოლს, დაათვალიერებთ ბიბლიოთეკას, დაისვენებთ სპაში. მათი ერთ-ერთი მარშრუტი 153 ღამეს მოიცავს და 27 ქვეყანას გვათვალიერებინებს.

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვისAzamara

აზამარა პატარა და საშუალო გემებია, რომლებიც 700-მდე მგზავრს იტევენ. აქ საბავშვო პროგრამები შემოთავაზებული არაა, ამიტომაც ოჯახები ნაკლებად ირჩევენ. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკურსიებით, დალიონ გემრიელი კოქტეილები მის ბარებში, ესტუმრონ სპას, დაესწრონ ლაიც შოუებს და შეუერთდნენ თეთრ წვეულებებს, რომელზეც ყველას თეთრი ფერის სამოსი აცვია.

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვისUniworld

უნივორლდი მრავალფეროვანი მარშრუტებით გამოირჩევა ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. თითოეული გემი ბუტიკ სასტუმროს წააგავს. სტუმრებს შეუძლიათ თავად დაათვალიერონ ნავსადგურები ან შეუერთდნენ ექსკურსიებს, როცა გემი პორტში გაჩერდება. ღვინო და ალკოჰოლური სასმელები აქ ულიმიტოა, ასევე გემებს აქვთ ვაიფაი. აქ ბავშვებს იშვიათად თუ შეხვდებით.

10 საუკეთესო კრუიზი მხოლოდ ზრდასრულებისთვის

ასევე წაიკითხეთ

აღმოაჩინეთ კრუიზის ფარული მარგალიტები გემის დატოვების გარეშე

რჩევები და იდეები

აღმოაჩინეთ კრუიზის ფარული მარგალიტები გემის დატოვების გარეშე

ყველა გამუდმებით სახმელეთო ექსკურსიებზე ფიქრობს: პორტში რომელი ტური დაჯავშნოს, რომელ სანაპიროს ესტუმროს ან რომელი…

13 ივლისი, 2026 · 9 წუთი საკითხავი

რატომაა კარგი სამდღიანი კრუიზი?

რჩევები და იდეები

რატომაა კარგი სამდღიანი კრუიზი?

ერთი შეხედვით, შესაძლოა გეგონოთ, რომ 3 დღიანი კრუიზი ზედმეტად მოკლეა. მას საკმაოდ ბევრი საკრუიზო კომპანია გვთავაზობს…

20 იანვარი, 2026 · 1 წუთი საკითხავი

უნიკალური მარშრუტები, რომელსაც ROYAL CARIBBEAN-ით ეწვევით

რჩევები და იდეები

უნიკალური მარშრუტები, რომელსაც ROYAL CARIBBEAN-ით ეწვევით

როიალ კარიბიანს აქვს რეპუტაცია შემოგთავაზოთ მოგზაურობები, რომლებიც აერთიანებენ მაღალი დონის სერვისს და ექსტრაორდინალურ…

6 დეკემბერი, 2025 · 2 წუთი საკითხავი

დატოვე ნომერი და დაგირეკავთ

შეგირჩევთ კრუიზს, კაიუტას და ფრენას, დაგეხმარებით ვიზაში. კონსულტაცია უფასოა.