პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან ორშ–პარ 10:00–19:00 ქუჩიშვილის N12, თბილისი

გზამკვლევი

რატომაა ბავშვებთან ერთად დასვენება ყველაზე კარგი კრუიზზე

· 2 წუთი საკითხავი

რატომაა ბავშვებთან ერთად დასვენება ყველაზე კარგი კრუიზზე

საოჯახო დასვენების დაგეგმვა კომპლექსური შეიძლება იყოს, მაგრამ კრუიზი ბრწყინვალე გადაწყვეტაა. საოჯახო კრუიზები აერთიანებენ რელაქსაციას, თავგადასავლებს და გართობას, ამიტომაც ყველა ასაკისთვის იდეალურია. საკრუიზო მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ბორტზე არსებული გასართობებია. ბავშებისთვის აქ მოწყობილია ინტერაქციული სათამაშო არეალები, სასრიალოები, საბავშვო კლუბები და აშ. მშობლებს კი შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგანაც მათი ბავშვები კრუიზზე ნამდვილად გაერთობიან.

რატომაა ბავშვებთან ერთად დასვენება ყველაზე კარგი კრუიზზერატომ უნდა აირჩიოთ კრუიზი საოჯახო დასვენებისთვის?

კრუიზი მშვენიერი გადაწყვეტილებაა თუ სტრესისგან თავისუფალი დასვენება გსურთ. აქ ყველაფერი ერთ ადგილასაა თავმოყრილი და ფასიც ყველაფერს მოიცავს: სასტუმროს, კვებას, აუზებს და გასართობებს. საკრუიზო დასვენების გამორჩეული მახასიათებელია სხვადასხვა ასაკის მგზავრებზე მორგება. აქ ყველა ასაკის ბავშვებისთვისაა შექმნილი შესაბამისი გარემო. მაშინ, როცა ბავშვები სხვადასხვა არეალში სასიამოვნოდ და უსაფრთხოდ გაიყვნენ დროს, მშობლებს შეუძლიათ სპაში შესვლა, რომანტიკული ვახშმის მოწყობა, აუზთან დასვენება.

რატომაა ბავშვებთან ერთად დასვენება ყველაზე კარგი კრუიზზესაბავშვო კლუბები: კრუიზის საბავშვო კლუბებში პროფესიონალები ასაკზე მორგებულ პროგრამებს გვთავაზობენ. ბავშვები ერთობიან და ახალ მეგობრებს იძენენ. კლუბებში ასაკობრივ კატეგორიას ძირითადად ასე ყოფენ: 2-4; 5-8; 9-12 და 13-17. ინტერესები და თემები კი მრავალფეროვანია: ხელოვნება და ხელნაკეთობები, ვიდეო თამაშები, თემატური წვეულებები და თავსატეხები. გარდა გართობისა, კრუიზის საბავშვო კლუბები ბავშვებს სოციალური ინტერაქციის, კრეატიული გამოხატვის და საგანმანათლებლო გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევენ.

რატომაა ბავშვებთან ერთად დასვენება ყველაზე კარგი კრუიზზეპოპულარული საკრუიზო ლაინერები და მათი საბავშვო კლუბები

დისნეი: დისნეის კრუიზი ოჯახებისთვის ახდენილი ოცნებაა. აქ ბავშვები ჯადოსნურ გამოცდილებებს მიიღებენ. ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში; თამაშებში და იცეკვებენ წვეულებებზე.

როიალ კარიბიანი: პატარა აღმომჩენებს აქ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო ექსპერიმენტებში და სწავლა და გართობა ერთმანეთის პარალელურად შეძლონ. თინეიჯერებს აქვთ პირადი ლაუნჯები მუსიკით, სათამაშო აპარატებით და სპორტული შეჯიბრებებით. როიალ კარიბიანი ასევე გთავაზობთ ბანჯი ჯამფინგს, ლაზერ თაგს და სერფინგის სიმულატორებს.

კარნავალი: კარნავალი ცნობილია როგორც ოჯახური დასვენების კრუიზი. აქ ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ ოკეანესთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო აქტივობებში, ინტერაქციულ თამაშებში და გაიგებენ მეტს ზღვის საოცრებების შესახებ. თინეიჯერებისთვის ეწყობა საცეკვაო წვეულებები, კინოჩვენებები და სათამაშო შეჯიბრებები.

ნორვეგიული: ამ ლაინერს აქვს “სფლეშ აკადემია”, სივრცე, სადაც ბავშვები თამაშობენ, თემატურ ღონისძიებებში ერთვებიან და განძის პოვნას ცდილობენ. თინეიჯერებისთვის ასევე მოწყობილია ზონები სხვადასხვა თავშესაქცევით და ვირტუალური რეალობით.

MSC კრუიზები: აქ გაერთიანებულია გართობა, ტექნოლოგიები და კრეატიულობა. საბავშვო პროგრამა უკავშირდება ლეგოს აქტივობებს, მუსიკალურ სესიებს და აქტიურ თამაშებს. უფროსებისთვის მოწყობილია სათამაშო ლაუნჯები აღჭურვილი უმაღლესი ტექნოლოგიებით.

რატომაა ბავშვებთან ერთად დასვენება ყველაზე კარგი კრუიზზეზოგიერთ საკრუიზო ლაინერს ასევე აქვს მინი გოლფის სათამაშო, კალათბურთის მოედანი, საცოცი კედელი, ზიპლაინი და თოკების პარკი. აღსანიშნავია ასევე ექსკურსიებიც, რომლის დროსაც მთელი ოჯახი ერთობა. მათ შორისაა სნორკელინგის ტურები.

მშობელს ბავშვის კლუბში დარეგისტრირება დასჭირდება. თანამშრომლები პროფესიონალები და გამოცდილები არიან.

რატომაა ბავშვებთან ერთად დასვენება ყველაზე კარგი კრუიზზე

ასევე წაიკითხეთ

აივნიანი კაიუტა საკრუიზო გემზე ორადგილიანი საწოლით და ზღვის ხედით

გზამკვლევი

რომელი კაიუტა ავირჩიოთ კრუიზზე: შიდა, ფანჯრით, აივნით თუ სუიტა

კაიუტის 4 ტიპი, ფასის სხვაობა და რომელი სართული და ადგილი ჯობია: რხევისთვის, მშვიდი ძილისთვის, ბავშვებისთვის და…

6 მაისი, 2026 · 4 წუთი საკითხავი

ყველაზე უცნაური წესები კრუიზზე

გზამკვლევი

ყველაზე უცნაური წესები კრუიზზე

კრუიზზე დასვენება მაგიური გამოცდილება შეიძლება იყოს. ის მოგზაურებს უნიკალურ საშუალებას აძლევს რამდენიმე მიმართულება ერთი…

10 აპრილი, 2026 · 2 წუთი საკითხავი

საკრუიზო გემის ეკიპაჟის წევრები ფორმაში სტუმრებს ესალმებიან

გზამკვლევი

სერვისის მოსაკრებელი და თიფები კრუიზზე: რამდენს იხდით 2026 წელს

რა არის სერვისის მოსაკრებელი კრუიზზე, რამდენია დღეში MSC-ზე, Costa-ზე, Royal Caribbean-ზე, NCL-სა და Celebrity-ზე და…

8 აპრილი, 2026 · 3 წუთი საკითხავი

დატოვე ნომერი და დაგირეკავთ

შეგირჩევთ კრუიზს, კაიუტას და ფრენას, დაგეხმარებით ვიზაში. კონსულტაცია უფასოა.