პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან ორშ–პარ 10:00–19:00 ქუჩიშვილის N12, თბილისი

გზამკვლევი

რა უნდა იცოდეთ კრუიზების შესახებ ცუდ ამინდში

· 1 წუთი საკითხავი

რა უნდა იცოდეთ კრუიზების შესახებ ცუდ ამინდში

კრუიზებს ხშირად თვეებით ან 1 წლით ადრეც კი ჯავშნიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამინდს ასე ნაადრევად ვერ განვსაზღვრავთ. რა ხდება მაშინ, როცა საოცნებო კრუიზი დაგეგმეთ და წვიმამ გადაწყვიტა არ შეწყდეს? იშვიათია შემთხვევები, როცა კრუიზები ცუდი ამინდის გამო უქმდებიან, ამიტომაც ჩვენ გარკვეულ რჩევებს გაგიზიარებთ:

მარშრუტები შესაძლოა შეიცვალოს

ყველა კრუიზს მარშრუტი დღეების მიხედვით აქვს დაგეგმილი. მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის სტუმრების უსაფრთხოებაა. თუ ამინდის გამო ზოგიერთი გაჩერება მარშრუტიდან ამოვარდება, თანხის დაბრუნება კონტრაქტით გათვალისწინებული არაა.

საქმის კურსში იყავით ახალი ინფორმაციის შესახებ

მნიშვნელოვანია მიიღოთ ახალი, დადასტურებული ინფორმაცია ლაინერის თანამშრომლებისგან და არ აყვეთ ჭორებს ან ცრუ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მარშრუტებმა შესაძლოა ცვლილებები განიცადოს, კრუიზი სრულიად ძალიან იშვიათად უქმდება. თანამედროვე საკრუიზო ლაინერების გემები იმდენადაა განვითარებული, რომ ადიდებულ ზღვაშიც თავისუფლად მოძრაობენ.

მიმართეთ ტურისტულ სააგენტოს და იყოლიეთ პირადი ოპერატორი

კრუიზის დაჯავშნა ტურისტული კომპანიის საშუალებით ძალიან კომფორტულია. გეყოლებათ ადამიანი, ვინც მუდამ მოგაწვდით ინფორმაციას და კავშირზე იქნება საკრუიზო ლაინერთან. ამიტომაც, კრუიზის შესაკვეთად მოგვმართეთ: შენი მეგზური

დაიცავით თავი ზღვის შესაძლო დაავადებისგან

ცუდ ამინდში კრუიზში ყოფნით შესაძლოა ზღვის დაავადების რისკები გაიზარდოს, ამიტომაც მოიმარაგეთ შესაბამისი მედიკამენტები. ზოგიერთი დრამინას ანიჭებს უპირატესობას, ასევე იქონიეთ მუცლის ტკივილის საწინააღმდეგო წამალი.

დაგეგმეთ ალტერნატიული აქტივობები

შესაძლოა კაიაკით სარგებლობა ან სხვა სახის გარე ექსკურსიები ამინდის გამო ჩაგეშალოთ, მაგრამ მხედველობაში იქონიეთ შოპინგი, მუზეუმში სტუმრობა ან ავტობუსის ტური. ლაინერები აუცილებლად შეგიცვლიან დაჯავშნილ აქტივობებს ალტერნატიული ტურებით. ასევე, უამინდობის დროს გემები გვთავაზობენ სპა პროცედურებს, საღამოს გასართობ ღონისძიებებს და რესტორნებს.

ნებისმიერ გაჩერებაზე შეგიძლიათ დატოვოთ კრუიზი

თუ ამინდით უკმაყოფილო ხართ, შეგიძლიათ კრუიზი ნებისმიერ დროს დატოვოთ.

ასევე წაიკითხეთ

აივნიანი კაიუტა საკრუიზო გემზე ორადგილიანი საწოლით და ზღვის ხედით

გზამკვლევი

რომელი კაიუტა ავირჩიოთ კრუიზზე: შიდა, ფანჯრით, აივნით თუ სუიტა

კაიუტის 4 ტიპი, ფასის სხვაობა და რომელი სართული და ადგილი ჯობია: რხევისთვის, მშვიდი ძილისთვის, ბავშვებისთვის და…

6 მაისი, 2026 · 4 წუთი საკითხავი

ყველაზე უცნაური წესები კრუიზზე

გზამკვლევი

ყველაზე უცნაური წესები კრუიზზე

კრუიზზე დასვენება მაგიური გამოცდილება შეიძლება იყოს. ის მოგზაურებს უნიკალურ საშუალებას აძლევს რამდენიმე მიმართულება ერთი…

10 აპრილი, 2026 · 2 წუთი საკითხავი

საკრუიზო გემის ეკიპაჟის წევრები ფორმაში სტუმრებს ესალმებიან

გზამკვლევი

სერვისის მოსაკრებელი და თიფები კრუიზზე: რამდენს იხდით 2026 წელს

რა არის სერვისის მოსაკრებელი კრუიზზე, რამდენია დღეში MSC-ზე, Costa-ზე, Royal Caribbean-ზე, NCL-სა და Celebrity-ზე და…

8 აპრილი, 2026 · 3 წუთი საკითხავი

დატოვე ნომერი და დაგირეკავთ

შეგირჩევთ კრუიზს, კაიუტას და ფრენას, დაგეხმარებით ვიზაში. კონსულტაცია უფასოა.