პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან ორშ–პარ 10:00–19:00 ქუჩიშვილის N12, თბილისი

მიმართულებები

საუკეთესო დრო მდინარე დანუბეს კრუიზისთვის

· 1 წუთი საკითხავი

საუკეთესო დრო მდინარე დანუბეს კრუიზისთვის

საუკეთესო დრო მდინარე დანუბეზე კრუიზით სარგებლობისთვის იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ კლიმატს ამჯობინებთ. ეს მსხვილი ევროპული მდინარე, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიედინება, კრუიზით ცურვას 8 ქვეყანაში გვთავაზობს. ესენია: ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, გერმანია, უნგრეთი, რუმინეთი, სერბია და სლოვაკეთი.

დაბუნეზე კრუიზები თითქმის მთელი წელი დადიან, იანვრის და თებერვლის გამოკლებით. თუმცა, სექტემბერი აქ ყველაზე პოპულარული თვეა. აი რას უნდა ელოდოთ სხვადასხვა თვეში:

მარტი, აპრილი და მაისი: სასიამოვნო მაგრამ ცვალებადი

ევოპაში გაზაფხული წვიმიანი შეიძლება იყოს. ამიტომაც, ამ დროს აუცილებლად იქონიეთ მოსაცმელი და საწვიმარი. მდინარის საკრუიზო ლაინერების უმეტესობა თავის სტუმრებს სთავაზობს ქოლგებს. ასევე საყურადღებოა, რომ დანუბეს ზოგი ნაწილი გაზაფხულზე შეიძლება ადიდებული იყოს, რადგანაც მთებიდან თოვლი დნება და მასში ჩაედინება. ამ დროს, წყლის დონის მატების გამო, საკრუიზო გემებს ხელი ეშლებათ ხიდების ქვეშ გავლისას, ამიტომაც ხანდახან მგზავრები ავტობუსებში გადაჰყავთ.

ივნისი, ივლისი და აგვისტო: საუკეთესო მზის მოყვარულთათვის

ზაფხულის თვეები ცენტრალურ ევროპაში ცხელი და დატვირთულია. მაგრამ, ამ დროს დღე ყველაზე ხანგრძლივია, მზის ჩასვლები კი შთამბეჭდავი. ექსკურსიის ავტობუსები როგორც წესი გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი. თუ ზაფხული ძალიან ცხელია, წყლის დონე მცირდება, ამიტომაც თუ კრუიზისთვის მისი სიმაღლე საკმარისი არაა, ზოგ ადგილებში მგზავრთა გადაყვანას ავტობუსით განახორციელებენ.

შემოდგომა: იდეალურია მდინარე დანუბესთვის

ღამე უფრო მოკლეა და ტემპერატურა დაბალი, მაგრამ შემოდგომა მაინც იდეალური ადგილია დანუბეზე ვიზიტისთვის, ხალხმრავლობა აღარაა, ბორნების ფასები მცირდება, წყლის დონე სტაბილურია, ჰაერი კი სასიამოვნო. თუმცა, საწვიმარი მაინც იქონიეთ.

გვიანი ნოემბერი და დეკემბერი იდეალურია საშობაო ბაზრობებისთვის

მდინარე დანუბეზე მდებარე ქალაქებში გამართული საშობაო ბაზრობები წლის ამ დროს მაგიურს ხდის.  თან იქონიეთ თბილი სამოსი და მიირთვით ცხელი გლინტვეინი. შოპინგის მოყვარულთათვის მშვენიერი გადაწყვეტილებაა.

საუკეთესო დრო მდინარე დანუბეს კრუიზისთვის

ასევე წაიკითხეთ

როგორ ავირიდოთ თავიდან ხალხმრავლობა ევროპის დატვირთულ პორტებში

მიმართულებები

როგორ ავირიდოთ თავიდან ხალხმრავლობა ევროპის დატვირთულ პორტებში

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტები, მათ შორის რომი და ბარსელონა ევროპაში, ყოველწლიურად მილიონობით მგზავრს მასპინძლობს.

10 მაისი, 2026 · 2 წუთი საკითხავი

6 მიზეზი თუ რატომ მოგეწონებათ ბალტიისზღვისპირეთის კრუიზი

მიმართულებები

6 მიზეზი თუ რატომ მოგეწონებათ ბალტიისზღვისპირეთის კრუიზი

ბალტიისპირეთს “ახლებურ ხმელთაშუაზღვასაც” კი უწოდებენ, განსაკუთრებით ზაფხულში. ბალტიის ზღვა საკრუიზო მოგზაურობისთვის…

19 თებერვალი, 2026 · 1 წუთი საკითხავი

დატოვე ნომერი და დაგირეკავთ

შეგირჩევთ კრუიზს, კაიუტას და ფრენას, დაგეხმარებით ვიზაში. კონსულტაცია უფასოა.