პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან ორშ–პარ 10:00–19:00 ქუჩიშვილის N12, თბილისი

გზამკვლევი

6 რამ, რაც კრუიზზე არასდროს არ უნდა ჩაიცვათ

· 1 წუთი საკითხავი

6 რამ, რაც კრუიზზე არასდროს არ უნდა ჩაიცვათ

მიუხედავად იმისა, რომ კრუიზზე სპეციალური დრესკოდი არ არსებობს, ჩვენ მაინც გირჩევთ თუ რისი წაღება უნდა გამორიცხოთ ბარგის ჩალაგებისას.

კამუფლაჟი

კამუფლაჟის პრინტიანი სამოსი გემზე აკრძალული არაა, თუმცა ის შესაძლოა ზოგიერთი მიმართულებით არალეგალური იყოს, რადგანაც მხოლოდ სამხედრო პერსონალისთვისაა დასაშვები.

საცურაო კოსტიუმი რესტორანში

არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით მოგზაურობთ, კრუიზის სარესტორნო და საკვებ სივრცეებში საცურაო კოსტიუმებით შესვლა სასურველი არაა.

ძვირადღირებული სამკაული

კრუიზზე ძვირადღირებული სამკაულის ტარებას არ გირჩევთ, რადგანაც დაკარგვის შანსი მაღალია, განსაკუთრებით პორტებში გაჩერებისას. ხშირია წყალში ჩავარდნის შემთხვევებიც.

შეურაცხმყოფელი სამოსი

კრუიზზე ყოფნისას აუცილებელია გავითვალისწინოთ სხვა მგზავრები, განსაკუთრებით ბავშვები. მაისურები, ქუდები და სხვა სამოსი, რომელზეც შეურაცხმყოფელი სიტყვები, გრაფიკული გამოსახულებები თუ სლოგანებია, კრუიზის წესებს არღვევს.

პიჟამო

ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ თქვენს პირად კაბინას. კრუიზზე ასევე არაა მიღებული პიჟამოთი საერთო სივრცეებში სიარული, მათ შორის სასადილო ოთახში.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კრუიზის ხალხით დატვირთულ სივრცეებში რისკის შემცველია და არასასიამოვნო შემთხვევებს იწვევს. ის ასევე სარისკოა კრუიზის სველ სრიალა იატაკებზე.

ასევე წაიკითხეთ

აივნიანი კაიუტა საკრუიზო გემზე ორადგილიანი საწოლით და ზღვის ხედით

გზამკვლევი

რომელი კაიუტა ავირჩიოთ კრუიზზე: შიდა, ფანჯრით, აივნით თუ სუიტა

კაიუტის 4 ტიპი, ფასის სხვაობა და რომელი სართული და ადგილი ჯობია: რხევისთვის, მშვიდი ძილისთვის, ბავშვებისთვის და…

6 მაისი, 2026 · 4 წუთი საკითხავი

ყველაზე უცნაური წესები კრუიზზე

გზამკვლევი

ყველაზე უცნაური წესები კრუიზზე

კრუიზზე დასვენება მაგიური გამოცდილება შეიძლება იყოს. ის მოგზაურებს უნიკალურ საშუალებას აძლევს რამდენიმე მიმართულება ერთი…

10 აპრილი, 2026 · 2 წუთი საკითხავი

საკრუიზო გემის ეკიპაჟის წევრები ფორმაში სტუმრებს ესალმებიან

გზამკვლევი

სერვისის მოსაკრებელი და თიფები კრუიზზე: რამდენს იხდით 2026 წელს

რა არის სერვისის მოსაკრებელი კრუიზზე, რამდენია დღეში MSC-ზე, Costa-ზე, Royal Caribbean-ზე, NCL-სა და Celebrity-ზე და…

8 აპრილი, 2026 · 3 წუთი საკითხავი

დატოვე ნომერი და დაგირეკავთ

შეგირჩევთ კრუიზს, კაიუტას და ფრენას, დაგეხმარებით ვიზაში. კონსულტაცია უფასოა.