პირდაპირი კონტრაქტები ყველა წამყვან საკრუიზო კომპანიასთან ორშ–პარ 10:00–19:00 ქუჩიშვილის N12, თბილისი
კრუიზი: აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა და ადრიატიკა, დუბროვნიკი, ხორვატია

მიმართულება

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა და ადრიატიკა: კრუიზები

ბერძნული კუნძულები, ეფესო, დუბროვნიკი, კოტორი და ვენეციის სანაპირო: კუნძულების, ანტიკური ისტორიისა და ზღვის კრუიზი, რომელიც საქართველოდან ყველაზე ახლოს, სტამბოლსა და ათენში იწყება.

ქვეყანა
6
პორტი
26
გემი 2026-ში
18
სეზონი
აპრილი–ოქტომბერი

კრუიზები და ფასები დამირეკეთ

ფოტო: Zysko serhii · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა ზაფხულის კრუიზია: თეთრი კიკლადური სოფლები მიკონოსსა და სანტორინზე, რაინდების როდოსი, ანტიკური ეფესო თურქეთის სანაპიროზე, ადრიატიკაზე კი დუბროვნიკისა და სპლიტის ძველი ქალაქები და კოტორის ყურე მონტენეგროში. ქართველი მოგზაურისთვის დიდი უპირატესობაა, რომ ამ მარშრუტების ნაწილი სტამბოლიდან და პირეოსიდან (ათენი) იწყება — სტამბოლამდე ფრენა დაახლოებით 2 საათია და თურქეთში ვიზაც არ გჭირდებათ, ათენამდე კი თბილისიდან და ქუთაისიდან პირდაპირი რეისებია.

ადრიატიკის კრუიზები ვენეციის მხრიდან იწყება, მაგრამ 2021 წლიდან დიდ გემებს ვენეციის ისტორიულ ცენტრთან მისვლა აკრძალული აქვთ. ამიტომ MSC მარგერასა და ფუზინას ტერმინალებს იყენებს, ასევე ტრიესტეს, ანკონას, ბარისა და ბრინდიზის პორტებს, Royal Caribbean, NCL და Celebrity კი რავენას. სეზონი ძირითადად აპრილიდან ოქტომბრამდეა, თუმცა MSC Orchestra და MSC Lirica 2026–27 ზამთარშიც დადიან ბარიდან, პირეოსიდან და სტამბოლიდან.

სტამბოლიდან და ათენიდან: ყველაზე მოსახერხებელი სტარტი ქართველებისთვის

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რამდენიმე მარშრუტი სტამბოლსა და პირეოსში იწყება, რაც ფრენას მოკლეს და იაფს ხდის. 2026 წელს MSC Fantasia 9-ღამიან კრუიზებს სთავაზობდა სტამბოლიდან, პირეოსიდან, ბარიდან და ტრიესტედან, ხოლო Costa Fortuna თავის ბოლო სეზონს Costa-ში (2026 წლის სექტემბრამდე) პირეოსიდან და სტამბოლიდან ატარებდა. 2027 წელს სტამბოლიდან და პირეოსიდან გადის Costa Pacifica, MSC Splendida (9 ღამე) და Norwegian Viva, პირეოსიდან კი Rhapsody of the Seas და Celebrity Infinity.

ადრიატიკა: ვენეცია, კოტორი, დუბროვნიკი

ადრიატიკის კრუიზი ერთ კვირაში აერთიანებს ვენეციის მხარეს, ხორვატიის ძველ ქალაქებს, მონტენეგროს კოტორს და ხშირად ბერძნულ კორფუსაც. MSC აქ ორ გემს ამუშავებს: MSC Lirica ზაფხულში ვენეციიდან (მარგერა) და ანკონიდან გადის, ზამთარში კი ბარიდან, სპლიტიდან და პირეოსიდან, ხოლო MSC Armonia ბრინდიზიდან, სპლიტიდან და ვენეციიდან. Costa-დან ადრიატიკაზე Costa Deliziosa დადის ვენეციიდან და ტრიესტედან. გახსოვდეთ: დიდი გემი ვენეციის ისტორიულ ცენტრთან არ მიდის, ქალაქში შატლით ან ნავით შედიხართ.

როდის წავიდეთ

  • აპრილი–მაისი: სასიამოვნო ამინდი და ნაკლები ხალხი კუნძულებზე, ზღვა ჯერ გრილია.
  • ივნისი–სექტემბერი: ზღვაში ბანაობის საუკეთესო დრო. ივლის–აგვისტოში ცხელა და სანტორინზე, დუბროვნიკსა და კოტორში ბევრი ხალხია.
  • ოქტომბერი: ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ფასები კლებულობს — ბოლო წუთის დაჯავშნისთვის კარგი პერიოდი.
  • ნოემბერი–მარტი: MSC Orchestra და MSC Lirica ბარიდან, პირეოსიდან და სტამბოლიდან დადიან, MSC Lirica კი 10–12-ღამიან მარშრუტებს სთავაზობს კვიპროსში, ეგვიპტეში, ხორვატიასა და საბერძნეთში. კუნძულები ზამთარში მშვიდი და გრილია.

ქვეყნები და პორტები

საბერძნეთი 9 პორტი

  • პირეოსი (ათენი) ათენის პორტი ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ-შია: მეტროთი ან ტაქსით აკროპოლისამდე 30–40 წუთია. ჩასხდომის დღეს აეროპორტიდან პირეოსამდე 45–60 წუთი გაითვალისწინეთ.
  • მიკონოსი დიდი გემები ახალ პორტში დგება, ქალაქიდან დაახლოებით 2–3 კმ-ში; ცენტრამდე შატლით ან საზღვაო ავტობუსით მიდიხართ. ქორა, „პატარა ვენეცია“ და ქარის წისქვილები ფეხით შემოივლება.
  • სანტორინი გემი ხშირად კალდერაში ჩერდება და მგზავრები ნავით გადაჰყავთ ფირას ქვედა ნავსადგურში, საიდანაც ქალაქში საბაგიროთი ან ფეხით ადიხართ; ზაფხულში საბაგიროსთან რიგი გრძელია. ოიაში წასვლისას გემზე დაბრუნების დროს მიაქციეთ ყურადღება.
  • როდოსი გემი შუასაუკუნეების ძველი ქალაქის კედლებთან დგება — დიდი მაგისტრის სასახლე და რაინდების ქუჩა ფეხით 10 წუთშია. ლინდოსამდე ავტობუსით ან ექსკურსიით დაახლოებით 1 საათია.
  • ჰერაკლიონი (კრეტა) კნოსოსის მინოსური სასახლე პორტიდან დაახლოებით 5–6 კმ-შია, ტაქსით ან ავტობუსით 20 წუთი. ქალაქში ღირს არქეოლოგიური მუზეუმი და ვენეციური ციხესიმაგრე.
  • კატაკოლონი (ოლიმპია) პატარა პორტი, საიდანაც ძველი ოლიმპია დაახლოებით 35 კმ-შია — ავტობუსით ან ექსკურსიით 40 წუთი. სწორედ აქ იმართებოდა ანტიკური ოლიმპიური თამაშები.
  • კერკირა (კორფუ) პორტი ძველ ქალაქთან ახლოსაა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია: ვენეციური ციხესიმაგრეები და ლისტონის გალერეა ფეხით ან მოკლე შატლით მისაწვდომია. პალეოკასტრიცას ყურე დაახლოებით 40 წუთის სავალზეა.
  • კეფალონია (არგოსტოლი) იონიის კუნძულის დედაქალაქი; აქედან მიდიან მელისანის მღვიმე-ტბასა და მირტოსის ცნობილ პლაჟზე.
  • სიროსი კიკლადების ადმინისტრაციული ცენტრი, ერმუპოლი, ნეოკლასიკური არქიტექტურით; MSC Lirica-ს მარშრუტზე 2026 წლიდან ახალი გაჩერებაა.

თურქეთი 3 პორტი

  • სტამბოლი გემები გალატაპორტში, ყარაქოის უბანში დგება — სულთანაჰმეთამდე (აია-სოფია, ცისფერი მეჩეთი) ტრამვაით ან ტაქსით 15–20 წუთია. ქართველებისთვის კრუიზამდე უმოკლესი გზაა: ფრენა დაახლოებით 2 საათი, ვიზა არ არის საჭირო.
  • ქუშადასი (ეფესო) ანტიკური ეფესო პორტიდან დაახლოებით 20 კმ-შია (მანქანით 20–25 წუთი), ახლოსაა ღვთისმშობლის სახლიც. ქალაქის ბაზარი პორტის გასასვლელშივეა.
  • მარმარისი თურქული რივიერის კურორტი, MSC Divina-ს მარშრუტზე 2026 წლიდან ახალი პორტი. ძველი ქალაქი და მარინა ფეხით შემოივლება, პოპულარულია ნავით გასეირნება ყურეებში.

ხორვატია 3 პორტი

  • დუბროვნიკი საკრუიზო პორტი გრუჟში, ძველი ქალაქიდან დაახლოებით 3 კმ-შია — ავტობუსით ან შატლით 10–15 წუთი. ქალაქის კედლებზე გასეირნება დილით ჯობია, სანამ ხალხი მოიმატებს.
  • სპლიტი გემი დიოკლეტიანეს სასახლესთან ახლოს დგება, ასე რომ ძველი ქალაქი ფეხით იწყება. ტროგირი და კრკას ეროვნული პარკი ექსკურსიით ერთ დღეში ეტევა.
  • ზადარი კომპაქტური ძველი ქალაქი რომაული ფორუმით, ზღვის ორღანითა და „მზის მისალმებით“ — ყველაფერი ფეხით შემოივლება.

მონტენეგრო 1 პორტი

  • კოტორი გემი ბოკა-კოტორის ყურის სიღრმეში, ძველი ქალაქის კედლებთან დგება. ციხესიმაგრეზე ასვლა (დაახლოებით 1350 საფეხური) დილით ჯობია, ხოლო ყურეში შესვლა და გამოსვლა თავისთავად კრუიზის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია.

იტალია (ადრიატიკა და იონიის ზღვა) 9 პორტი

  • ვენეცია (მარგერა / ფუზინა) 2021 წლიდან დიდ გემებს ვენეციის ისტორიულ ცენტრთან მისვლა აკრძალული აქვთ, ამიტომ MSC მარგერასა და ფუზინას ტერმინალებს იყენებს. ქალაქში შატლით ან ნავით დაახლოებით 20–40 წუთში მიდიხართ.
  • ტრიესტე საკრუიზო ტერმინალი ქალაქის ცენტრშია, იტალიის ერთიანობის მოედანთან ახლოს; ვენეციამდე მანქანით დაახლოებით 1,5–2 საათია. აქ ჩასხდომას სთავაზობენ MSC Fantasia, MSC Splendida და Costa Deliziosa.
  • რავენა Royal Caribbean-ის, NCL-ისა და Celebrity-ის „ვენეციის“ პორტი; ვენეციამდე ავტობუსით დაახლოებით 2–2,5 საათია. თავად რავენა ბიზანტიური მოზაიკებით არის ცნობილი.
  • ანკონა ადრიატიკის შუა სანაპიროს პორტი, სადაც MSC Lirica-ც სთავაზობს ჩასხდომას. ახლოსაა ლორეტოს სალოცავი და კონეროს სანაპირო.
  • ბარი პორტიდან ძველ ქალაქამდე და წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკამდე ფეხით 10–15 წუთია; ბაზილიკა, სადაც წმინდანის ნაწილებია დაბრძანებული, მართლმადიდებელი მომლოცველებისთვისაც მნიშვნელოვანია. ალბერობელოს ტრულოები ექსკურსიით დაახლოებით 1 საათშია.
  • ბრინდიზი სამხრეთ აპულიის პორტი, MSC Armonia-ს საბაზო ქალაქი; აქედან ლეჩე და ოსტუნი ექსკურსიით ახლოსაა.
  • ტარანტო იონიის ზღვის პორტი აპულიაში, Costa Fascinosa-სა (2026) და Costa Serena-ს (2027) ჩასხდომის ქალაქი. ცენტრი და ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი პორტთან ახლოსაა.
  • კატანია (სიცილია) ეტნას ძირში მდებარე ქალაქი, Costa Serena-ს ჩასხდომის პორტი 2027 წელს; ტაორმინამდე დაახლოებით 1 საათია.
  • სირაკუზა (სიცილია) ორტიჯიას ძველი კუნძული და ბერძნული თეატრი — ანტიკური სიცილიის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი.

კვიპროსი 1 პორტი

  • ლიმასოლი კვიპროსის მთავარი საკრუიზო პორტი; ახლოსაა კურიონის ანტიკური თეატრი და ტროოდოსის მთები. კრუიზებში ძირითადად ზამთრის გრძელ, 10–12-ღამიან მარშრუტებზე ჩნდება, მაგალითად MSC Lirica-ზე 2026–27 ზამთარში.

რომელი გემები დაცურავს

2026: 18 გემი

გემიკომპანიაგამგზავრების პორტები
MSC DivinaMSC Cruisesჩივიტავეკია (რომი), ნეაპოლი
MSC LiricaMSC Cruisesვენეცია (მარგერა), ანკონა, ბარი, პირეოსი (ათენი), სტამბოლი, სპლიტი
MSC ArmoniaMSC Cruisesბრინდიზი, სპლიტი, ვენეცია (მარგერა)
MSC FantasiaMSC Cruisesსტამბოლი, პირეოსი (ათენი), ბარი, ტრიესტე
MSC SinfoniaMSC Cruisesბარი, პირეოსი (ათენი)
MSC OrchestraMSC Cruisesბარი, პირეოსი (ათენი), სტამბოლი
Costa FortunaCosta Cruisesპირეოსი (ათენი), სტამბოლი
Costa FascinosaCosta Cruisesტარანტო, პირეოსი (ათენი)
Costa DeliziosaCosta Cruisesვენეცია, ტრიესტე, ბარი
Odyssey of the SeasRoyal Caribbeanჩივიტავეკია (რომი)
Explorer of the SeasRoyal Caribbeanრავენა
Brilliance of the SeasRoyal Caribbeanპირეოსი (ათენი), რავენა, ჩივიტავეკია (რომი)
Norwegian VivaNorwegian Cruise Lineსტამბოლი, რავენა, ჩივიტავეკია (რომი)
Norwegian GemNorwegian Cruise Lineრავენა, ჩივიტავეკია (რომი)
Norwegian PearlNorwegian Cruise Lineრავენა, პირეოსი (ათენი)
Celebrity InfinityCelebrity Cruisesპირეოსი (ათენი)
Celebrity EclipseCelebrity Cruisesპირეოსი (ათენი), რავენა
Celebrity ConstellationCelebrity Cruisesჩივიტავეკია (რომი), რავენა

2027: 18 გემი

გემიკომპანიაგამგზავრების პორტები
MSC DivinaMSC Cruisesჩივიტავეკია (რომი), ნეაპოლი, მარმარისი
MSC LiricaMSC Cruisesვენეცია (მარგერა), ანკონა, ბარი, პირეოსი (ათენი), სტამბოლი
MSC ArmoniaMSC Cruisesვენეცია (მარგერა), ბრინდიზი, სპლიტი
MSC OrchestraMSC Cruisesბარი, პირეოსი (ათენი), სტამბოლი
MSC SplendidaMSC Cruisesბარი, ტრიესტე, პირეოსი (ათენი), სტამბოლი
Costa PacificaCosta Cruisesპირეოსი (ათენი), სტამბოლი
Costa SerenaCosta Cruisesკატანია, ტარანტო, პირეოსი (ათენი)
Costa DeliziosaCosta Cruisesვენეცია, პირეოსი (ათენი), ტრიესტე
Odyssey of the SeasRoyal Caribbeanჩივიტავეკია (რომი)
Explorer of the SeasRoyal Caribbeanრავენა, ჩივიტავეკია (რომი)
Brilliance of the SeasRoyal Caribbean
Rhapsody of the SeasRoyal Caribbeanპირეოსი (ათენი)
Mariner of the SeasRoyal Caribbeanჩივიტავეკია (რომი), რავენა
Norwegian SunNorwegian Cruise Lineჩივიტავეკია (რომი), რავენა
Norwegian VivaNorwegian Cruise Lineსტამბოლი, რავენა, ჩივიტავეკია (რომი)
Celebrity EquinoxCelebrity Cruises
Celebrity ConstellationCelebrity Cruises
Celebrity InfinityCelebrity Cruisesპირეოსი (ათენი)

სია ეფუძნება კომპანიების გამოქვეყნებულ განრიგებს და შეიძლება შეიცვალოს. კონკრეტული თარიღისთვის გამოიყენეთ ძებნა ან დაგვიკავშირდით.

მარშრუტის მაგალითები

  • 7 ღამე: ვენეცია (მარგერა) – კოტორი – მიკონოსი (ღამისთევით) – სიროსი – ანკონა – ვენეცია (მარგერა)MSC Lirica · MSC Cruises · 7 ღამე · 2026 ზაფხული (აპრილიდან)
  • 7 ღამე: ჩივიტავეკია (რომი) – მიკონოსი – ქუშადასი – მარმარისი – ნეაპოლი – ჩივიტავეკია (რომი)MSC Divina · MSC Cruises · 7 ღამე · 2026 ზაფხული (აპრილის ბოლოდან)
  • 9 ღამე: სტამბოლი – კერკირა (კორფუ) – ბარი – ტრიესტე – კატაკოლონი – პირეოსი (ათენი) – ქუშადასი – სტამბოლიMSC Fantasia · MSC Cruises · 9 ღამე · 2026 ზაფხული–შემოდგომა
  • 7 ღამე: ბრინდიზი – სპლიტი – ვენეცია (მარგერა / ფუზინა) – დუბროვნიკი – კერკირა (კორფუ) – კოტორი – ბრინდიზიMSC Armonia · MSC Cruises · 7 ღამე · 2026 შემოდგომა
  • 7 ღამე: ტრიესტე – ბარი – კერკირა (კორფუ) – სირაკუზა – ვალეტა – სპლიტი – ტრიესტეCosta Deliziosa · Costa Cruises · 7 ღამე · 2026 შემოდგომა

როგორ მივიდეთ

ათენი (პირეოსი)

ათენამდე პირდაპირ დაფრინავენ Aegean Airlines და Sky Express თბილისიდან, ასევე Wizz Air ქუთაისიდან. ათენის აეროპორტიდან პირეოსამდე ტაქსით 45–60 წუთია, X96 ავტობუსით დაახლოებით 1–1,5 საათი.

სტამბოლი

სტამბოლი ჩვენთვის ყველაზე ახლო საკრუიზო პორტია: თბილისიდან ყოველდღე რამდენიმე რეისია (Turkish Airlines, Pegasus, AJet), ქუთაისიდან Pegasus დაფრინავს. ფრენა დაახლოებით 2 საათია. გალატაპორტამდე სტამბოლის აეროპორტიდან საცობის მიხედვით 45–60 წუთია, საბიჰა გოქჩენიდან 1–1,5 საათი. 2026 წელს სტამბოლიდან MSC Fantasia და Costa Fortuna დადიოდნენ, 2027 წელს — MSC Splendida, MSC Orchestra (ზამთარში), Costa Pacifica და Norwegian Viva.

ვენეცია, ტრიესტე და რავენა

Wizz Air ქუთაისიდან ვენეციის მარკო პოლოს აეროპორტშიც დაფრინავს (სეზონურად — გრაფიკი გადაამოწმეთ). მარკო პოლოდან მარგერას და ფუზინას ტერმინალებამდე 20–30 წუთია, ტრიესტემდე დაახლოებით 1,5 საათი. სხვა დროს ვენეციაში ვენის, მილანის ან სტამბოლის გავლით მიდიხართ. რავენასთვის უახლოესია ბოლონიის აეროპორტი (დაახლოებით 1 საათი), ვენეციიდან კი 2–2,5 საათია.

ბარი, ბრინდიზი, ანკონა, ტარანტო

აპულიისა და ადრიატიკის იტალიურ პორტებამდე პირდაპირი რეისი არ არის. ჩვეულებრივ რომის (Georgian Airways თბილისიდან, Wizz Air ქუთაისიდან) ან სტამბოლის გავლით მიფრინავენ. რომიდან ბარამდე მატარებლით დაახლოებით 4 საათია, ამიტომ გადაჯდომით ფრენა უფრო სწრაფია.

კვიპროსი

ლარნაკამდე პირდაპირ დაფრინავს Georgian Airways თბილისიდან და Wizz Air ქუთაისიდან (სეზონურად).

როდის ჩავიდეთ ერთი დღით ადრე

ჩვენი რჩევაა, პორტის ქალაქში ჩასხდომამდე ერთი დღით ადრე ჩახვიდეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ:

  • ფრენა გადაჯდომით გაქვთ;
  • დაფრინავთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით, რომელიც მარშრუტზე კვირაში მხოლოდ რამდენიმე რეისს ასრულებს — რეისი თუ გადაიდო, მომდევნო შეიძლება რამდენიმე დღის შემდეგ იყოს;
  • აეროპორტიდან პორტამდე 2 საათზე მეტი გზაა;
  • მოგზაურობთ ბავშვებთან ერთად ან ზამთარში, როცა ამინდის გამო დაგვიანების ალბათობა მეტია.

გემი დაგვიანებულ მგზავრს არ ელოდება: ჩეკ-ინი გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე იხურება, ხოლო დაკარგული დღის ანაზღაურება, როგორც წესი, არ ხდება. რეისების სიხშირე სეზონის მიხედვით იცვლება, ამიტომ ბილეთის ყიდვამდე გრაფიკი ყოველთვის გადაამოწმეთ.

ვიზა

შენგენის ზონა

2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეებს ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტით შენგენის ზონაში ვიზა არ სჭირდებათ: შეგიძლიათ იყოთ ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 დღემდე. ევროკომისიამ 2026 წლის 6 მარტს უვიზო მიმოსვლა შეაჩერა მხოლოდ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, 2027 წლის 6 მარტამდე. ამავე გადაწყვეტილებაში წერია, რომ შეჩერება შეიძლება 24 თვემდე გაგრძელდეს და საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდეს, თუ მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრობლემები არ მოგვარდება. 2026 წლის ივნისში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამ საკითხზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ახალი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

რას ნიშნავს ეს თქვენთვის: დღეს ჩვეულებრივი პასპორტით კრუიზზე ვიზის გარეშე მიდიხართ, თუმცა წესი შეიძლება შეიცვალოს. დაჯავშნისას და გამგზავრებამდე 1–2 კვირით ადრე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ევროკავშირის ოფიციალური ინფორმაცია ან საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები, ან უბრალოდ ჰკითხეთ ჩვენს მენეჯერს. ინტერნეტში გვხვდება სტატიები, თითქოს უვიზო რეჟიმი ყველასთვის უკვე შეჩერებულია — ეს ევროკომისიის გადაწყვეტილებას არ შეესაბამება.

ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს საქართველოს მოქალაქეების უფრო მკაცრი შემოწმებაც ურჩია საზღვარზე. ამიტომ თან იქონიეთ: კრუიზის ჯავშნის დადასტურება, დაბრუნების ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი (თუ კრუიზამდე ან მის შემდეგ ქალაქში რჩებით), სამოგზაურო დაზღვევა და თანხის დამადასტურებელი საბუთი, მაგალითად ბანკის ამონაწერი.

პასპორტი უნდა იყოს გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში და მოქმედებდეს შენგენიდან გამოსვლის შემდეგ მინიმუმ 3 თვე. ზოგი ქვეყანა და საკრუიზო კომპანია 6 თვის მოქმედებას ითხოვს, ამიტომ ასეთი პასპორტით ყველაზე მშვიდად იმოგზაურებთ.

EES და ETIAS

2025 წლის 12 ოქტომბრიდან ეტაპობრივად, ხოლო 2026 წლის 10 აპრილიდან სრულად მუშაობს ევროკავშირის შესვლა-გასვლის სისტემა EES: შენგენის საზღვარზე პირველად გავლისას თითის ანაბეჭდს და სახის ფოტოს გიღებენ, პასპორტში ბეჭდის ნაცვლად კი ელექტრონული ჩანაწერი კეთდება. პირველ ჯერზე რიგი შეიძლება ჩვეულებრივზე გრძელი იყოს, ასე რომ აეროპორტში დრო გაითვალისწინეთ.

ევროკავშირის ელექტრონული სამგზავრო ნებართვა ETIAS ჯერ არ ამოქმედებულა. ევროკავშირის ბოლო ინფორმაციით, მისი გაშვება 2026 წლის ბოლო კვარტალშია მოსალოდნელი, ზუსტ თარიღს კი რამდენიმე თვით ადრე გამოაცხადებენ. ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს გამგზავრებამდე ონლაინ ნებართვა დასჭირდებათ (მოსალოდნელი საფასური €20; 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებულებისთვის უფასო). სიახლეებს ადევნეთ თვალი ოფიციალურ გვერდზე travel-europe.europa.eu.

შენგენის გარეთ მდებარე ქვეყნები ამ მარშრუტზე

  • თურქეთი: საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, 180 დღეში 90 დღემდე. თურქეთში შესვლა პირადობის მოწმობითაც შეიძლება, მაგრამ კრუიზისთვის პასპორტი აუცილებელია, რადგან მარშრუტი შენგენის ქვეყნებშიც შედის.
  • მონტენეგრო: ვიზა არ არის საჭირო, 90 დღემდე.
  • კვიპროსი: ევროკავშირის წევრია, მაგრამ შენგენში არ შედის; საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ (180 დღეში 90 დღე), ეს დღეები შენგენის ლიმიტისგან ცალკე ითვლება.
  • ეგვიპტე (ზამთრის გრძელ მარშრუტებზე): საჭიროა ელექტრონული ვიზა ან ვიზა ჩასვლისას; კონკრეტულ კრუიზზე წესს ჩვენთან დააზუსტეთ.

ხორვატია და საბერძნეთი შენგენის ზონის წევრები არიან.

თუ მარშრუტი შენგენის გარეთ მდებარე პორტებშიც შედის, ყოველი დაბრუნება შენგენში ახალ შესვლად ითვლება და EES-ში ფიქსირდება, ხოლო შენგენში გატარებული დღეები 90-დღიან ლიმიტში ჩაგეთვლებათ. კრუიზის შემდეგ ევროპაში დიდხანს დარჩენას თუ გეგმავთ, დღეები წინასწარ დაითვალეთ.

ვიზის წესები იცვლება: დოკუმენტების ზუსტ სიას გამგზავრებამდე ერთად გადავამოწმებთ.

ხშირი კითხვები

შეიძლება კრუიზი სტამბოლიდან დავიწყო?

დიახ. 2026 წელს სტამბოლიდან MSC Fantasia და Costa Fortuna დადიოდნენ, 2027 წელს კი MSC Splendida, Costa Pacifica, Norwegian Viva და ზამთარში MSC Orchestra. სტამბოლამდე თბილისიდან ყოველდღე რამდენიმე რეისია, თურქეთში კი ვიზა არ გჭირდებათ.

ვენეციაში გემი ქალაქის ცენტრთან მიდის?

არა. 2021 წლიდან დიდ საკრუიზო გემებს ვენეციის ისტორიულ ცენტრთან მისვლა აკრძალული აქვთ. MSC მარგერასა და ფუზინას ტერმინალებს იყენებს, საიდანაც ქალაქში შატლით ან ნავით 20–40 წუთში მიდიხართ. სხვა კომპანიები ტრიესტეს ან რავენას იყენებენ.

მჭირდება ვიზა თურქეთსა და მონტენეგროში?

არა, საქართველოს მოქალაქეებს არც თურქეთში და არც მონტენეგროში ვიზა არ სჭირდებათ. საბერძნეთი, ხორვატია და იტალია შენგენის ზონაშია, სადაც ჩვეულებრივი პასპორტით ამჟამად ვიზის გარეშე შედიხართ.

რომელი კუნძულებია საუკეთესო ზღვისთვის?

ბანაობისთვის საუკეთესოა მიკონოსი, როდოსი, კერკირა (კორფუ) და კეფალონია. სანტორინი უფრო ხედებისა და მზის ჩასვლის ადგილია: მისი პლაჟები ვულკანური და შედარებით შორია პორტიდან.

გემები: აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა და ადრიატიკა

დატოვე ნომერი და დაგირეკავთ

შეგირჩევთ კრუიზს, კაიუტას და ფრენას, დაგეხმარებით ვიზაში. კონსულტაცია უფასოა.